COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 23 ოქტომბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 626.478 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.790), გარდაიცვალა – 9.699 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.925 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 993 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.467-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 688.804-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 626.478 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.790), გარდაიცვალა – 9.699 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.925 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 993 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 52.487 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31.051, PCR–ტესტით – 21.436.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 9,09%.
სულ ჩატარებულია 1.943.743 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.469 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.