10 წლის ბიჭუნამ რომის პაპის აუდიენცია ჩაშლა: მიზეზი — პაპის ქუდი

Sputnik
ვატიკანში რომის პაპთან ყოველკვირეული აუდიენციისას ამაღელვებელი შემთხვევა მოხდა: 10 წლის ბიჭუნა პონტიფიკოსთან მივიდა და ცუკეტო (პაპის ნახევარსფეროს ფორმის მცირე ზომის თავსაბურავი) მოსთხოვა.
ბიჭუნა თავდაპირველად სცენაზე ავიდა და ფრანცისკს ხელი ჩამოართვა. პონტიფიკოსმა მას გვერდით სავარძელზე დაჯდომა სთხოვა, რის შემდეგაც კარდინალმა ადგილი დაუთმო. მაგრამ ბიჭი ამით არ დაკმაყოფილდა. ის სიტყვით გამომსვლელ ერთ-ერთ მღვდელმსახურთან მივიდა, ხელი ჩაავლო, პაპთან მიიყვანა და მის თავსაბურავზე მიანიშნა — მეც მინდა ასეთიო.
ბიჭს, პუბლიკის აპლოდისმენტების თანხლებით, მართლაც გადასცეს ცუკეტო, რის შემდეგაც ის კმაყოფილი დაბრუნდა დარბაზში.
რომის პაპმა კი აღნიშნა, რო ბავშვები ასეთი უშუალოები და თავისუფლები არიან.