2022 წლის ოლიმპიური ცეცხლი უკვე პეკინშია - ფოტო

პეკინი გახდება პირველი ქალაქი, სადაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც იქნება ჩატარებული და ზამთრისაც: ზაფხულის ოლიმპიადა ქალაქში 2008 წელს გაიმართა. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში საზეიმო ღონისძიების ფოტოები
Sputnik
2022 წლის XXIV ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლი, რომელიც მომავალი წლის 4 თებერვალს გაიხსნება და 20 თებერვლამდე გასტანს, პეკინში ათენიდან ჩაიტანეს. თვითმფრინავი, რომელმაც თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ, ჩინეთის საერთაშორისო აეროპორტ „შოუდუში“ დაჯდა.
1 / 8

ოლიმპიური ცეცხლი პეკინში ოთხშაბათ დილას ჩაიტანეს

2 / 8

აეროპორტში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ჩირაღდანი „პეკინი 2022-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტ ცაი ცის გადაეცა

3 / 8

ცაი ციმ საზეიმოდ აანთო ოლიმპიური ცეცხლი

4 / 8

პეკინი მსოფლიოში პირველი ქალაქი გახდება, სადაც ზაფხულის ოლიმპიადაც იქნება ჩატარებული და ზამთრისაც

5 / 8

ოლიმპიური თამაშები 4-20 თებერვალს ჩატარდება COVID-19-ის პანდემიის პირობებში

6 / 8

ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებას უცხოელი მაყურებლები ვერ დაესწრებიან

7 / 8

წინასწარი მონაცემებით, თამაშებში 95 ქვეყნის სამი ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც მედლების 109 კომპლექტისთვის იბრძოლებენ

8 / 8

ჩინეთის დედაქალაქი ოლიმპიადის მასპინძლად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე შეირჩა კუალა-ლუმპურში 2016 წლის 31 ივლისს