ქართულმა ბანკმა საწარმოების კრეატიულობისთვის მრავალმილიონიანი სესხი მიიღო

კრედიტები კომპანიებს დაეხმარება თავიანთი პროდუქტების მოდერნიზებასა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „თიბისი ბანკს“ (TBC Bank) ქართული საწარმოებისთვის კრედიტების გაცემისთვის 25 მლნ ევრო გამოუყო, ნათქვამია ევრობანკის განცხადებაში.

EBRD-ს სესხის პირობების თანახმად, ამ თანხის სულ ცოტა 70% მიმართული უნდა იყოს „მწვანე“ ტექნოლოგიებში ინვესტიციების დაფინანსებაზე.

პაკეტი კომპანიებს დაეხმარება საკუთარი პროდუქტებისა და მომსახურების მოდერნიზებაში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში, რათა გაიზარდოს შიდა კონკურენტუნარიანობა და უფრო წარმატებით იმუშაონ უცხოეთის ბაზრებზე.
თანხა გამოიყოფა ევროკავშირისა და EBRD-ს ერთობლივი EU4Business-EBRD-ს ხაზით, რომელიც მიმართულია ინვესტიციების მიღებაში ქართული საწარმოების დახმარებისკენ. ეს დაეხმარება მათ თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ შეთანხმებით მინიჭებული შესაძლებლობების გამოყენებაში.
კრედიტები, გრანტები, კონსულტაციები: ქართული ბიზნესი დამატებით დახმარებას მიიღებს
EU4Business-EBRD-ს საკრედიტო ხაზი ერთობლივი დაფინანსების ინსტრუმენტია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში და მიმართულია ადგილობრივი კომპანიების ეკოლოგიურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ამ დროისათვის მას 4 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ჩადებული ფინანსური, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული სექტორების 265 პროექტში. ამ ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.