ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის დაახლოება უკრაინული მასმედიისა და პოლიტიკოსებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ხმები ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა, როცა ლიზამ სააკაშვილის სახლში სიარული დაიწყო.
უკრაინის შიდასაპარლამენტო მოარული ხმების თანახმად, ლიზას ურთიერთობა ჰქონდა პარტია „ხალხის მსახურის“ პოლიტტექნოლოგ ალექსი ჩერნისთან, თანაც იმდენად სერიოზული იყო მათი სიახლოვე, რომ ქორწინებაზეც ფიქრობდნენ. მაგრამ შემდეგ გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილი, ლიზას თავბრუ დაახვია და მანაც მიშა აირჩია.
ლიზა იასკო ამჟამად უკრაინის პარლამენტის აქტიური დეპუტატია, არის მრავალი ჯგუფისა და კომისიის წევრი, 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2021 წლის 11 იანვრამდე იყო უკრაინის მუდმივი დელეგაციის თავმჯდომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
რადგანაც იგი განათლებული და აქტიური ადამიანია, შესაბამისად, ხშირად გამოდის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, წერს სტატიებსაც.