სიშიშვლე პროტესტის ნიშნად: იტალიელმა სტიუარდესებმა სახალხოდ გაიხადეს

რომის ცენტრში ავიაკომპანია Alitalia-ს ყოფილმა სტიუარდესებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს, რომელშიც 50 ქალი მონაწილეობდა.
Sputnik
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია Alitalia-მ არსებობა შეწყვიტა. პროფკავშირული ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ ახლა სტიუარდესებს აიძულებენ, ახალ კომპანია ITA-სთან კონტრაქტს მოაწერონ ხელი – შედარებით დაბალი ანაზღაურებით.
აღნიშნული ავიაკომპანია ბევრად პატარაა, ვიდრე Alitalia. შესაბამისად, მან თვითმფრინავების მხოლოდ მესამედი და თანამშრომლების მეოთხედი შეინარჩუნა.
ახლა პროფკავშირები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ სამსახურიდან დათხოვნილებისთვის შემწეობის გადახდა ხუთ წლამდე ვადით გაახანგრძლივოს.