ელისაბედ მეორემ ღამე კლინიკაში გაატარა

Sputnik
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, 95 წლის ელისაბედ მეორემ, მრავალი წლის შემდეგ პირველად, ღამე კლინიკაში გაატარა. სამეფო კარის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, დედოფალი კლინიკაში „წინასწარი გამოკვლევის“ მიზნით იმყოფებოდა.
სააგენტო abc.net.au-ის თანახმად, დედოფალი კარგ განწყობაზეა და ის უინძორის სასახლეში დაბრუნდა, თუმცა კლინკაში მოთავსებამდე ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტი გადადო. სასახლეში განაცხადეს, რომ დედოფალს დასვენება ურჩიეს, ხოლო მისი საავადმყოფოში მოთავსება არ უკავშირდება COVID-19-ს.
სააგენტო სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დედოფალმა ღამე ლონდონის ცენტრში მდებარე მეფე ედუარდ VII-ს სახელობის სამედიცინო ცენტრში გაატარა.
დედოფალ ელისაბედს მომავალ წელს ტახტზე ყოფნის 70 წელი შეუსრულდება, ის ცნობილია როგორც კარგი ჯანმრთელობის პატრონი. ელისაბედ მეორე კლინკაში ბოლოს 2013 წელს გასტროენტერიტის სიმპტომებით იმყოფებოდა.