78 წლის კელვინ კლაინი 33 წლის შეყვარებულთან ერთად დიდი ხნის შემდეგ გამოჩნდა – ფოტოები

Sputnik
ცნობილი ამერიკელი დიზაინერი კელვინ კლაინი დიდხნიანი პაუზის შემდეგ დასავლეთ ჰოლივუდში გადაიღეს.
ის თავის შეყვარებულთან, 33 წლის კევინ ბეიკერთან და მეგობრებთან ერთად პრესტიჟულ კაფე Mauro’s Café-ში თეთრ ღვინოს მიირთმევდა.
„სტილის მეფეს“ შავი მაისური, ნაცრისფერი შარვალი და შიშველ ფეხზე შავი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, აღნიშნულ „ლუქს“ მან მზის სათვალე დაუმატა.
78 წლის ლეგენდარული დიზაინერი 45 წლით უმცროს მოდელს კევინ ბეიკერს უკვე წლებია ხვდება.