თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ზომიერი კონსერვატიზმის მოდელისკენ ისწრაფვის, ეს კურსი ქვეყნისთვის დაცვა იქნება, განუცხადა РИА Новости-ს სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპამ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მსოფლიო სტრუქტურულ რღვევას განიცდის და გონივრული კონსერვატიზმის მნიშვნელობა, როგორც პოლიტიკური კურსის საფუძვლისა, მრავალჯერად გაიზარდა“.
„მიმაჩნია, რომ ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით, ჩემი აზრით, ამისთვის ჯერ არ მიგვიღწევია“, — ასე უპასუხა ჩეპამ შეკითხვას, უჭერს თუ არა მხარს რუსეთი ზომიერი კონსერვატიზმის კურსს.
ამასთან პოლიტიკოსმა დაამატა, რომ ასეთმა მიდგომამ შეიძლება საზოგადოებრივი საფუძვლები შეინარჩუნოს ქვეყანაში და რუსეთისთვის ერთგვარ „დაცვად“ იქცეს.
„ბუნებრივია, რომ ასეთი კონსერვატიზმი, რომლისკენ სწრაფვაცაა საჭირო, ბევრად დაიცავს იმ საფუძვლებს მაინც, რომლებსაც მიჩვეულები ვართ, ხალხია მიჩვეული. ჩვენთვის ეს გარკვეული დაცვა იქნება ბევრ რამეში. და თუ მსოფლიო საზოგადოება აქამდე მივა დღეს, ამ გაგებით, რაღა თქმა უნდა, პუტინი მართალია“, — აღნიშნა დეპუტატმა.