ვის ეკრძალება ნიორი: ექიმი ასახელებს კატეგორიებს

Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი − Sputnik. ნიორი, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერების ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა ვირუსული ინფექციების აფეთქების პერიოდში, შეიძლება ფრიად საზიანო გამოდგეს ზოგ შემთხვევაში, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას ექიმმა-დიეტოლოგმა ანა ივაშკევიჩმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მცენარის სამკურნალო თვისებები მედიკოსებს შორის დავის საგნად რჩება, მისი მცირე რაოდენობით მიღება ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
ნიორი და მისი სასარგებლო თვისებები
„ნიორი იმუნური სისტემის სტიმულატორია. პლუს ამას ის შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რაც ადამიანს ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება“, − ამბობს ექიმი.
თუმცა, როგორც სპეციალისტი აზუსტებს, გარკვეული დაავადებების შემთხვევაში ნიორმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.

„ნიორს უკუჩვენება აქვს კუჭის ღია წყლულის მქონეებისთვის. „ცოცხალი“ ნიორი არ შეიძლება იმ ადამიანებისთვისაც, ვინც გასტრიტითაა დაავადებულები − არა რემისიის პერიოდში, არამედ აქტიურ სტადიაზე. თუ რომელიმე ამ პრობლემის მქონე ადამიანი ნიორს შეჭამს, კუჭის ტკივილსა და დისკომფორტს იგრძნობს“, − განმარტა ივაშკევიჩმა.

თუმცა ექიმი ნივრის დიდი რაოდენობით ჭამას არც ჯანმრთელ ადამიანებს ურჩევს.
„თუ კუჭის ან ნაწლავების პრობლემები არ გაქვთ, არ გრძნობთ დისკომფორტს ნივრის ჭამის შემდეგ, შეგიძლიათ მიირთვათ ის. მაგრამ ეს დღეში მხოლოდ ორიოდე კბილი უნდა იყოს“, − ამბობს მედიკოსი.
მეცნიერებმა ნივრის უნიკალური თვისება დაადგინეს: ის კლავს კიბოს, დიაბეტს...
ამასთან ცნობილია ისიც, რომ ნივრის ჭარბ რაოდენობას ჯანმრთელ ადამიანებშიც კი შეუძლია გამოიწვიოს:
გულისრევის შეგრძნება,
კუჭის სპაზმები,
გაზების დაგროვება,
თავის ტკივილი,
დიარეა.
გაითვალისწინეთ: ნივრის ჭამა უზმოზე, გარდა კუჭის წყლულით დაავადებულებისა, ასევე არ არის რეკომენდებული ალერგიისა და ეპილეფსიისადმი მიდრეკილებისთვის.