თბილისის ბიუჯეტი გაიზარდა – რას მოხმარდება თანხა

სახსრების ნაწილი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობასა და რემონტზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის შესწორებები, რომლის თანახმად, თბილისის ბიუჯეტის ასიგნირება 350 მლნ ლარით გაიზარდა.
შესწორებების თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტის ასიგნირება განისაზღვრა 1,2 მილიარდ ლარზე მეტით, საიდანაც 1 მლრდ ლარზე მეტი თვითონ თბილისის ფულია.
350 მილიონიდან სახსრების ნაწილი დაიხარჯება საინჟინრო ნაგებობების მშენებლობასა და რემონტზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, შენობების ექსპერტიზაზე, კვლევებზე, შენობების კონსერვაციაზე და ა.შ.
თანხა ასევე მოხმარდება ქალაქის კეთილმოწყობასა და გამწვანებას.
გარდა 2021 წლის ბიუჯეტის შესწორებებისა, საკრებულოში აქტიურად მუშაობენ 2022 წლის საფინანსო დოკუმენტზე, რომელსაც დეკემბერში არჩევნების ორი ტურის შედეგად დაკომპლექტებული ახალი საკრებულო მიიღებს.