თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვალდაის“ კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ კაცობრიობა ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობს, სურს თუ არა მას ეს.
„გასული ათწლეულის განმავლობაში ბევრმა გაიხსენა ჩინური ანდაზა <...> „ღმერთმა დაგვიფაროს, ვიცხოვროთ ცვლილებების ეპოქაში“, მაგრამ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ მასში, მოგვწონს თუ არა ეს“, — თქვა პუტინმა.
მისი თქმით, „ეს ცვლილებები უფრო ღრმა და ფუნდამენტურია“
„ ასე რომ, კიდევ რაღაც გავიხსენოთ ჩინური სიბრძნიდან: სიტყვა კრიზისი შედგება ორი იეროგლიფისგან: საფრთხე და შესაძლებლობა. როგორც რუსეთში ამბობენ: შეებრძოლე სირთულეებს გონებით, საფრთხეებს კი გამოცდილებით", — თქვა რუსეთის ლიდერმა.
მისი თქმით, ადამიანები უნდა აცნობიერებდნენ საფრთხეებს და მზად იყვნენ მათთან დასაპირისპირებლად. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კრიზისის მეორე ელემენტის — შესაძლებლობების გახსენებაც, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება.