ანჯელინა ჯოლი ორ მამაკაცს ერთდროულად ხვდება?

Sputnik
მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა The Weeknd-თან ერთად რომანტიკულ ვახშამზე არაერთხელ გადაიღეს, უცხოური გამოცემები დაბეჯითებით იუწყებოდნენ, რომ ვარსკვლავები ერთმანეთს ხვდებოდნენ. მაგრამ მალევე ანჯელინამ სრულიად შოუბიზნესს გზა-კვალი აურია. ის ყოფილ ქმართან ჯონი ლი მილერთან პაემანზე გადაიღეს.
ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან ერთად გადაიღეს – ფოტოები
როგორც ჩანს, ვარსკვლავური სასიყვარულო სამკუთხედი დასავლური მედიის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. მათზე აქტიურად იწერება. სულ ცოტა ხნის წინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ინსაიდერების განცხადებით, ანჯელინა ჯოლი პაემნებზე სიარულით საოცრად ერთობა და ცდილობს დაკარგული დროის ანაზღაურებას.
ანჯელინა ჯოლიმ 15 წლით უმცროსი ბრედ პიტის შემცვლელი იპოვა? – ფოტოები
„მრავალი წლის განმავლობაში ის მარტო იყო და არავინ აინტერესებდა, ახლა კი ორივეს ერთდროულად ხვდება და აქამდე ასეთი გამხიარულებული არასდროს გვინახავს“, – აცხადებენ ინსაიდერები.
ანჯელინა და ჯონი ერთმანეთს 1995 წელს შეხვდნენ, ერთი წლის შემდეგ იქორწინეს, ურთიერთობა კი 1999 წელს განქორწინებით დაასრულეს.