ფილმში აკრძალული ტყე ჯადოქრებისა და მაგიის სკოლა „ჰოგვარდსს“ აკრავს გარს. აკრძალული კი იმის გამო დაერქვა, რომ მოწაფეებს იქ სიარული ეკრძალებოდათ უფროსი ჯადოქრების თანხლების გარეშე. სიფრთხილის ეს ზომა ზედმეტი სულაც არ არის − ტყეში ჯადოსნური არსებები ბინადრობდნენ, რომელთაგან ბევრი ფრიად საშიშია.