საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრში დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთში, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრში თბილისის დროით 08:45 საათზე მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის მაგნიტუდამ 4,9 შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისქვეშა ბიძგები 13 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.