არჩევნები 2021

ნიკა მელიამ ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

არჩევნების მეორე ტურში თბილისის მერობისთვის ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა. პრეზენტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიმდინარეობს.

ნიკა მელიას თქმით, თბილისის მერის არჩევნებზე მისი გამარჯვების შემთხვევაში, მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე („ლელო“), ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ირაკლი აბესაძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) და ელენე ხოშტარია („დროა“) იქნებიან.

დღეს პარტიებმა - „ლელომ“ და „დროამ“ ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ნიკა მელიამ ასევე წარადგინა მერიის სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატები:
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური - დეა მეტრეველი („ლელო“)
ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახური - სოფო ჯაფარიძე („ნაცმოძრაობა“)
ანტიკორუფციული სამსახური - გიორგი ნონიაშვილი („ევროპული საქართველო“)
შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა („ერთიანი საქართველო“)
მუნიციპალური ინსექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი („ნაცმოძრაობა“)
იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა („დროა“)
მერიის ადმინისტრაციის უფროსი - დავით ლაგვილავა („ნაცმოძრაობა“)
ტრანსპორტის სამსახური - ვასო ურუშაძე (უპარტიო)
თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი (უპარტიო)
„თბილსერვისჯგუფი“ - ბესო გაზდელიანი (უპარტიო)
არქიტექტურის სამსახური - ანა ბიბილაშვილი („ლელო“)
ნიკა მელიამ თბილისის რაიონების გამგებლების კანდიდატებიც დაასახელა:
გლდანი - თენგიზ გიორგაძე
ნაძალადევი - ლერი დემეტრაშვილი
დიდუბე - დავით ნაფეტვარიძე
ჩუღურეთი - კახა ჟღენტი
ვაკე - საბა ბუაძე
საბურთალო - ოთარ თავართქილაძე
ისანი - ლანა გალდავა
სამგორი - გულიკო ზუმბაძე
კრწანისი - რომეო ფარულავა
მთაწმინდა - თამაზ დათუნაშვილი
გარდა ამისა, მან მოუწოდა შეკრებილებს მხარი დაუჭირონ ბორის ყურუას, რომელიც პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლება“ კენჭს იყრის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში საბურთალოს რაიონში.
საქართველოში ახალი პოლიტიკური პლატფორმა გაჩნდა: წევრები
ნიკა მელიამ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ დედაქალაქის ჩრდილოვანი მთავრობის ფორმირებას გეგმავს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.