იაპონიაში ვულკანი „ასო“ ამოიფრქვა – სულის შემძვრელი კადრები

Sputnik
იაპონიის კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ამოიფრქვა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანის ფერფლმა ჰაერში 3.500 მეტრს მიაღწია. შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 11:43 საათზე მოხდა.
სააგენტომ ვულკანის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ მთას არ მიუახლოვდნენ.
მსხვერპლთა ან დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მთა „ასოზე“ ვულკანი ბოლოს 2019 წელს ამოიფრქვა.