თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.219-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 675.771-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 619.285 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.348), გარდაიცვალა – 9.588 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.679 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.003 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 57.301 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36.635, PCR–ტესტით – 20.666.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,11%, ბოლო 14 დღის – 8,79%, ბოლო 7 დღის – 9,02%.
სულ ჩატარებულია 1.926.893 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.543 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.