„ნუ ხდები მორიგი სტანდარტი“ – ბაბი კირკიტაძე ტუჩის გადიდების გამო გააკრიტიკეს

ბაბი კირკიტაძე ხშირად ჩანს ეკრანზე, ყველაზე ხშირად – გადაცემას „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ ბენდის თანხლებით მუსიკალურად აფორმებს.
Sputnik
მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო ტელესახეა. ის თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ბაბი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და საკუთარ ყოველდღიურობას ხელმომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ბაბი კირკიტაძე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მან ტუჩის კორექცია გაიკეთა.
სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია, ნაწილმა კი ურჩია – არ დაემსგავსოს ყველას და ინდივიდუალიზმი შეინარჩუნოს.
„ისედაც ულამაზესი იყავი, მაგრამ სასწაულად მოგიხდა“, „სუპერ გოგო ხარ", „ნუ ხდები მორიგი სტანდარტული გოგო, შეინარჩუნე ინდივიდუალიზმი“, „არ გჭირდება ასეთი ჩარევები, ისედაც ლამაზი ხარ“, – სწერენ ბაბის „ინსტაგრამზე“.