საქართველოში შედარებით აცივდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

შედარებით აცივდება საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსს მიაღწევს. ზოგან იწვიმებს.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები 20 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებასა და აცივებას ვარაუდობენ.
მოსალოდნელი ამინდი საქართველოს ქალაქებში 20 ოქტომბერს:
ქუთაისში მოსალოდნელია წვიმა, დღისით +14 გრადუსი, ღამით – +8 გრადუსი.
ჭიათურაში დღისით +9, ხოლო ღამით +6 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში დღისით დაფიქსირდება +13, ხოლო ღამით +7 გრადუსი.
ბათუმში იწვიმებს. დღისით იქნება +15, ღამით +13 გრადუსი.
ფოთში წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით დაფიქსირდება +16, ღამით +7 გრადუსი.
ზუგდიდში დღისით +14, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.
მესტიაში დღისით სულ +4 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ღამით კი 5 გრადუსამდე მოყინავს.
ამბროლაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი, ღამით +5 გრადუსი იქნება.
ახალციხეში იწვიმებს. დღისით იქნება +12, ღამით კი 0 გრადუსი.
ბორჯომში დღისით +11, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანში მოთოვს. დღისით 6 გრადუსამდე დათბება, ღამით კი –3 გრადუსი იქნება.
გუდაურში მზიანი ამინდი იქნება, მაგრამ სულ 3 გრადუსამდე გათბება. ღამით 5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
გორში მზიანი ამინდი იქნება. დღისით 13 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით – 4 გრადუსამდე.
ლაგოდეხში სინოპტიკოსები მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +17, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
თელავში უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით ჰაერი 15 გრადუსამდე, ღამით კი 6 გრადუსამდე გათბება.
სიღნაღში უნალექო ამინდია მოსალოდნელი დღისით +17 და ღამით +7 გრადუსი სითბოთი.
რუსთავში დღისით +16 გრადუსამდე დათბება, ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში დღისით იქნება +15, ღამით კი +7 გრადუსი.