თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.739 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.862 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 1.151, კახეთი – 912, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 412, შიდა ქართლი – 389, ქვემო ქართლი – 353, აჭარა – 202, გურია – 140, მცხეთა-მთიანეთი – 139, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 60.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.082 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 616.937-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.546-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 44.043 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.570 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.927, იმერეთში – 1.303, აჭარაში – 519.
1.257 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 270 პირი, მათგან თბილისში – 139, იმერეთში – 28, აჭარაში – 25.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.020 ადამიანი, მათ შორის 538 – თბილისში, 283 – აჭარაში.
37.453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 61 ადამიანი. ყველა მათგანი თბილისშია.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29.935 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.739-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 670.552-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.