მეტყველი ფოტოები მთელი მსოფლიოდან: სტენინის კონკურსში გამარჯვებული ფოტოები

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსზე გრან-პრისა და შორტ-ლისტში შესული ნამუშევრების საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ.
Sputnik
გამარჯვებულების გამოცხადების ცერემონია კონკურსის ორგანიზატორის, მედიაჯგუფ Россия сегодня-ს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ჩატარდა ონლაინ-ფორმატში.
„ფოტოგრაფია − ეს ძალიან მართალი, კონსერვატიული ხელოვნებაა ჩვენ დროში. იმისათვის, რომ ფოტო გადაიღო, გმირთან ახლოს უნდა იყო. ეს კი შეიძლება იყოს ომი, სამოქალაქო კონფლიქტი. ასე ხვდებოდა ხოლმე მსოფლიოს თითქმის ყველა ცხელ წერტილში ანდრეი სტენინი“, − განაცხადა Россия сегодня-ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
1 / 14

„COVID-19-ის ადამიანური ფასი“ − ინდონეზიელი ფოტოგრაფის ჯოშუა ირუანდის ფოტო, კატეგორია „მთავარი ამბების“ პრიზიორი

2 / 14

„განხეთქილება“ − ინდოელი ჩანდან ჰანას ნამუშევარი, კატეგორია „მთავარი ამბების“ პრიზიორი

3 / 14

„პარკური ნანგრევებზე“ − სირიელი ფოტოგრაფის მუნებ ტაიმის ნამუშევარი, კატეგორია „სპორტის“ პრიზიორი

4 / 14

„საშინაო ოლიმპიადა“ − რუსი დარია ისაევას ნამუშევარი, კატეგორია „სპორტის“ პრიზიორი

5 / 14

„თხილამურებით გაზაფხულში“ − ჩინელი ფოტოგრაფის ჩან სუის ნამუშევარი, კატეგორია „ჩემი პლანეტის“ პრიზიორი

6 / 14

„კალიების შემოსევა აფრიკის აღმოსავლეთში“ − ავტორი ლუის ტატო, ესპანეთი. კატეგორია „ჩემი პლანეტის“ პრიზიორი

7 / 14

„ჩვენი დროის სახეები“, ავტორი სერგეი ბობილევი, რუსეთი. კატეგორია „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირის“ პრიზიორი

8 / 14

„ახალი საფრთხე წყალქვეშა სამყაროსთვის: COVID-19-ის ნარჩენები“, ავტორი თურქი რეპორტიორი შებნემ კოშკუნი. ფოტოს კონკურსის გრან-პრი ერგო. მასზე ფრიდაივერი შაჰიკ ერჯიუმენია გამოსახული (გაეროს წყალქვეშა სამყაროს დაცვის პროგრამის მონაწილე), რომელიც ბოსფორის ყურეში ყვინთავს

9 / 14

„ქაშმირი: სადავო მემკვიდრეობა“, ავტორი ინდოელი ფოტოგრაფი შარაფატ ალი. კატეგორია „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირის“ პრიზიორი

10 / 14

М+Т - პეტერბურგელი ფოტოგრაფის მარია გელმანის ფოტოების სერია, რომელსაც ასევე გადაეცა კონკურსის გრან-პრი. ეს დაუნის სინდრომის მქონე ხანშიშესული წყვილის სიყვარულის შთამბეჭდავი ისტორიაა, რომლებიც სოციალურ სოფელ „სვეტლანაში“ ცხოვრობენ. მარია გელმანის ნამუშევრის მთავარი იდეა ისაა, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს

11 / 14

„მექსიკაზე კონტროლის დაკარგვა“, ავტორი მექსიკელი ფოტოგრაფი ლუის ანტონიო როხასა. კატეგორია „მთავარი ამბების“ პრიზიორი

12 / 14

„ბანაობის დროა“, ავტორი ბანგლადეშელი ფოტოგრაფი აბდულა მომინი. კატეგორია „ჩემი პლანეტის“ პრიზიორი

13 / 14

„ბედნიერი ფერმერი“, ავტორი რაფიდ იასარი, ბანგლადეში. ფოტომ ჟიურის განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურა კატეგორიაში „ჩემი პლანეტა“

14 / 14

„ულამაზესი თვალები“, ავტორი მუჰამად ამდად ჰოსეინი, ბანგლადეში. კატეგორია „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირის“ პრიზიორი