არჩევნები 2021

„ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში“ – მელია კალაძეს დებატებში იწვევს

მელია სთავაზობს კალაძეს, საჯაროდ გააცნოს თბილისელებს მათი გეგმები.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ნიკა მელიამ, თბილისის მერობის კანდიდატმა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, დებატებში მიიწვია დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე, რომელიც მას არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება.
არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კალაძემ მიიღო 45%, ხოლო მელიამ – 34%.

„ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები და მათი პრობლემების გადაჭრის გზები! ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში – არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში – პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია“, – დაწერა მელიამ თავის Facebook-გვერდზე.

კალაძეს ჯერჯერობით კონკურენტის წინადადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მერის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.