მკვლელობა გურჯაანში – ცოლ-ქმარს მეზობელმა რამდენჯერმე ესროლა

შემთხვევა, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთის გამო დაწყებულ დავას უკავშირდება. დაჭრილი მამაკაცი სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. გურჯაანში ცოლ-ქმარს მეზობელმა სანადირო იარაღიდან ესროლა, გასროლის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მკვლელობის სავარაუდო მოტივი მომხდარ დაპირისპირებამდე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება.
გასროლის შედეგად მამაკაცმა სხეულზე დაზიანებები მიიღო და ამ დროისათვის ის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია მოთავსებული.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.