არჩევნები 2021

იოსელიანი: პარტიები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ არ უჭერენ მხარს, სწორს აკეთებენ

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. სწორი პოზიციაა, როდესაც ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ღიად არ უჭერენ მხარს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან.
იოსელიანის განცხადებით, პატარა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ და დიდი პარტიების ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

„ეს პარტიები ამით ცდილობენ საკუთარი პარტიული იდენტობა გადაარჩინონ და ეს სწორია. ახლა პატარა და შუაში მყოფი პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რომელიღაც დიდი პარტიის ქოლგის ქვეშ არ აითქვიფონ“, – განაცხადა იოსელიანმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში გაიმართება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური: ვინ და სად?