COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 19 ოქტომბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 616.937 ადამიანი. ჩატარებულია 1.920.934 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.203 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.739-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 670.552-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 616.937 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.082), გარდაიცვალა – 9.546 (ბოლო 24 საათში – 36). კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.570 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.020 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 56.555 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42.546, PCR–ტესტით – 14.009.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,15%, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%.
სულ ჩატარებულია 1.920.934 აცრა, ერთ დღეში აცრილია 6.203 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.