ქართველი მოცეკვავე ცნობილ სპორტსმენზეა შეყვარებული – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული

ანი ლოლაძე 18 წლის „ინფლუენსერია“, რომელსაც „ინსტაგრამსა“ და „ტიკტოკზე“ საკმაოდ ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს.
Sputnik
ცნობილი მოცეკვავე ანი ლოლაძე შეყვარებულია. ხელოვანმა საყვარელი მამაკაცი „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე გამოაჩინა. ირკვევა, რომ ის საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი გიორგი ტურძილაძეა, 23 წლის ათლეტი, რომლის სიმაღლე 2,10 მეტრია.
ტურძილაძე ამჟამად საფრანგეთში თამაშობს. მან ერთი წლის წინ კონტრაქტი საფრანგეთის MN 1 დივიზიონის გუნდთან გააფორმა. გიორგი ტურძილაძემ კლუბ „რუეილის“ მაისური მოირგო.
უცნობია, როგორ განვითარდა მოცეკვავის და კალათბურთელის სიყვარულის ისტორია, რადგან ანი ლოლაძეს აქამდე არც ერთი გასაჯაროებული რომანი არ ჰქონია. ინტერვიუებში კი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მარტო იყო და აცხადებდა, რომ ბიჭებში დიდ მნიშვნელობას სიმაღლეს ანიჭებს.
„არანაირად არ ვარ პრეტენზიული. ერთადერთი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სიმაღლე. ბიჭი რომ მომეწონოს, აუცილებლად მაღალი უნდა იყოს და ადამიანის პატივისცემა უნდა შეეძლოს“, – ამბობდა ცოტა ხნის წინ ანი ერთ-ერთ ინტერვიუში.