ამოხსნით თუ არა მეორე კლასელებისთვის განკუთვნილ ამოცანას? ანუ რას უდრის 7+7

ეს უმარტივესი ამოცანაა, რომელსაც წარმატებით ხსნიან მეორე კლასელი ბავშვები, აი უფროსები კი, მათ შორის, მათემატიკის პროფესორები, მას ხშირად შეჰყავს ჩიხში.
Sputnik
მაშ ასე, თქვენ უნდა გამოიცნოთ, რას უდრის 7+7, თუ:
11+2=1
9+5 =2
12+3=3
8+8=4
აქვე გეტყვით, რომ ამოცანა უკიდურესად მარტივია. აქ სრულიად არ არის საჭირო რაიმე მათემატიკური კანონზომიერების ძიება, უბრალოდ, უნდა გაიხსენოთ, რას ასწავლიან ხოლმე მეორე კლასში ბავშვებს, და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
სწორი პასუხი

დახედეთ საათს და გონებაც უეცრად გაგინათდებათ.

როგორც იცით, სკოლების უმეტესობაში სწორედ მეორე კლასში ასწავლიან ბავშვებს საათის ცნობას. შესაბამისად, მათ ეკითხებიან: რომელი საათი იქნება ორი საათის შემდეგ, თუ ახლა 11 საათია? სწორი პასუხია - პირველი საათი;

თუ ახლა ციფერბლატი 8 საათს აჩვენებს, რა დრო იქნება 8 საათის შემდეგ? და, რაღა თქმა უნდა, სწორი პასუხი იქნება 4... და ა.შ.

შესაბამისად, 7+7 ჩვენ შემთხვევაში უდრის 2-ს, და არა 14-ს, როგორც ეს მათემატიკიდანაა ცნობილი.