„თელასი" თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 19 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, წურწუმიას, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, სამტრედიის, მირცხულავას, წყალტუბოს, ბაღის, თორნიკე ერისთავის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ვახტანგ ლეჟავას და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ვახტანგ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, თოფურიას, უნივერსიტეტის, ჯურხა ნადირაძის, ზურაბ ანჯაფარიძის და ვაგან მამასახლისოვის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საბურთალოს, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალილუევის, ვახტანგ მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ჩოხატაურის, სელიმ ხიმშიაშვილის, აკაკი სურგულაძის, კიკნაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ნოე ჩხიკვაძის და მიქატაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დომენტი ჟღენტის, შატილის, სადმელის, საჩხერის, ტყიბულის, ხვანჭკარის, ჩარგლის, გიორგი ირემაშვილის და ქეთევან მაღალაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.
10:30 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის ზატკეცილის, გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონების, შულენბურგის, კეცხოველის, ტაბიძის, გაგარინის, ქერჩის, მამკოდის, მორეტის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.