სტენინის კონკურსის 2021 წლის გრან-პრი რუსმა და თურქმა რეპორტიორებმა გაინაწილეს

Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსზე (http://stenincontest.ru) გრან-პრის მფლობელი გამოვლინდა. 2021 წლის მთავარი ჯილდო ერთდროულად ორ ნამუშევარს ერგო: პეტერბურგელი ფოტოგრაფის მარია გელმანის ფოტოგრაფიულ სერიას М+Т და თურქი რეპორტიორის შებნემ კოშკუნის ფოტოს „ახალი საფრთხე წყალქვეშა სამყაროსთვის: COVID-19-ის ნარჩენები“.
გრან-პრისა და საპრიზო ადგილების გამოცხადების ცერემონია კონკურსის ორგანიზატორის, მედიაჯგუფ Россия сегодня-ს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ჩატარდა ონლაინ-ფორმატში.
2021 წლის კონკურსის ნამუშევრებზე საუბრისას Россия сегодня-ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა აღნიშნა: „ფოტოგრაფია − ეს ძალიან მართალი, კონსერვატიული ხელოვნებაა ჩვენ დროში. იმისათვის, რომ ფოტო გადაიღო, გმირთან ახლოს უნდა იყო. ეს კი შეიძლება იყოს ომი, სამოქალაქო კონფლიქტი. ასე ხვდებოდა ხოლმე მსოფლიოს თითქმის ყველა ცხელ წერტილში ანდრეი სტენინი“.
სტენინის კონკურსის შორტ-ლისტში შესული ნამუშევარი
აღინიშნება, რომ ორივე მანუშევარი, რომლებმაც გრან-პრი დაიმსახურეს − ფოტოგრაფიის ენით მოთხრობილი გულში ჩამწვდომი და კაშკაშა ისტორიებია.
სერია М+Т − ეს დაუნის სინდრომის მქონე ხანშიშესული წყვილის სიყვარულის შთამბეჭდავი ისტორიაა, რომლებიც სოციალურ სოფელ „სცეტლანაში“ ცხოვრობენ. მარია გელმანის ნამუშევრის მთავარი იდეა ისაა, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს.
„ჩემთვის ანდრეი სტენინის კონკურსში მონაწილეობა − ეს არის შესაძლებლობა, გავამახვილებინო საზოგადოებას ყურადღება სოციალურ თემაზე, გავუზიარო მათ ჩემი ხედვა, ეს დიალოგის შესაძლებლობაცაა. მე ყოველწლიურად წარმოვადგენ ნამუშევრებს ამ კონკურსზე, პროფესიონალი საერთაშორისო ჟიურის განნხილვაზე, იმიტომ რომ ეს შესანიშნავი მოედანია გამოსათქმელად, ღირსეული ფინანსური მხარდაჭერაა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის და ხარისხიანი მიდგომა გამარჯვებულების გამოფენებისადმი“, − აღნიშნა გელმანმა.
რაც შეეხება თურქი ფოტოგრაფის შებნემ კოშკუნის ნამუშევარს, მასზე ფრიდაივერი შაჰიკ ერჯიუმენია გამოსახული (გაეროს წყალქვეშა სამყაროს დაცვის პროგრამის მონაწილე), რომელიც ბოსფორში ყვინთავს.
როგორც კოშკუნი ამბობს, მას სურდა, რომ გადაღება განსაკუთრებული ყოფილიყო.
სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული ნამუშევარი
„ჩემი მიზანი იყო გამომეთქვა საკუთარი მოსაზრება და პრობლემაზე მიმენიშნებინა. უკვე ბევრი წელია, რაც ზღვების პლასტიკური ნარჩენებითა და მიკროპლასტიკით დაბინძურების თემაზე ვმუშაობ. ჯერ კიდევ პანდემიამდე ვერ ვუმკლავდებოდით ჩვენს ეკოსისტემაში ამ პრობლემას, რომელიც სულ რაღაც 60-70 წელია არსებობს. ფოტო ბოსფორის ყურეშია გადაღებული. ყვინთვისას ვაპირებდი ნარჩენები მომეძებნა გადასაღებად, მაგრამ ძებნა არ დამჭირდა − ის ყველგან იყო“.
ონლაინ-ცერემონიაზე ასევე გამოცხადდა 2021 წლის ლაურეატების საპრიზო ადგილები. კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების თაობაზე ჟიურის წევრმა რუთ აიჰორნმა (გერმანია) განაცხადა: „2020 წელი ჭეშმარიტად უნიკალური იყო ისტორიაში მრავალი მიზეზის გამო. ფოტოგრაფების უმეტესობას არ ჰქონდა მოგზაურობის შესაძლებლობა, შესაბამისად, არც პროექტების დაწყებისა თუ დასრულების შანსი. ამიტომ ჩემი მოლოდინები უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად ამისა, უკვე პირველმა ფოტოებმა აღმავსო ენთუზიაზმით. თითოეულ თაობას აქვს რაღაც სათქმელი, ფოტოგრაფია კი ჩვენი დროის უნივერსალური ენაა, რომელსაც გადათარგმნა არ სჭირდება“.
ნომინაციაში „მთავარი ახალი ამბები“ პირველი ადგილი ერგო ინდონეზიელი ჯოშუა ირაუნდის ვიზუალურ ეპიტაფიას, რომელიც კორონავირუსით ყველა გარდაცვლილს ეძღვნებოდა − „COVID-19-ის ადამიანური ფასი“, და ასევე ინდოელი ფოტოგრაფის ჩანდან ჰანის ფოტოისტორიას სახელწოდებით „განხეთქილება“, რომელიც 2020 წლის ზაფხულში მინეაპოლისის საპროტესტო აქციებს ასახავს.
სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული ნამუშევარი
ნომიმაციაში „ჩემი პლანეტა“ გაიმარჯვა დოკუმენტურმა ქრონიკამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, სახელწოდებით „კალიების შემოსევა აფრიკის აღმოსავლეთში“. მისი ავტორია ესპანელი ლუის ტატო, რომელმაც მანამდეც არაერთხელ მოიპოვა სტენინის კონკურსის ჯილდო სხვადასხვა წლებში, მათ შორის, 2020 წლის გრან-პრი.
სპორტულ ნომინაციაში საუკეთესო იყო „პარკური ნანგრევებზე“ − სირიელი რეპორტიორის მუნებ ტაიმის ნამუშევარი. სერიებს შორის ნომინაციაში გამარჯვება ერგო რუსი დარია ისაევას ფოტოისტორიას „საშინაო ოლიმპიადა“.
ნომინაციაში „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ პირველი ადგილები რუს და ინდოელ ფოტოჟურნალისტებს ხვდათ წილად: სერგეი ბობილევის „ჩვენი დროის სახეებსა“ და შარაფატ ალის „ქაშმირი: სადავო მემკვიდრეობას“.
ტრადიციულად კონკურსის ფარგლებში დაწესდა სპეციალური პრიზი მისი მონაწილეებისთვის. 2021 წელს პრიზებით აღინიშნა ნამუშევრები სამ ნომინაციაში: „მთავარი სიახლეები“, „ჩემი პლანეტა“ და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“. ნომინაციების პარტნორები იყვნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებები, როგორებიცაა შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფი და საერთო არაბული საინფორმაციო ჰოლდინგი ალ-მაიადინ TV, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაცია წითელი ჯვარი.
სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული ნამუშევარი
ნომინაციების პარტნიორების აზრით, საუკეთესო ნამუშევრები იყო: „COVID-19-ის ადამიანური ფასი“ და ალექსანდრ ერმოჩენკოს ფოტოსერია „ევროპის სისხლიანი ჭრილობა“, რომლებსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალური პრიზი მიენიჭათ.
ასევე სპეციალური პრიზი დაიმსახურა ალ-მაიადინ TV-სგან პატრიკ იუნკერის ფოტომ „დიდება პროფილაქტიკას“, რომელზეც COVID-19-თან მებრძოლი ექიმები არიან აღბეჭდილი და ასევე ლუის ტატოს დოკუმენტურმა ქრონიკამ „კალიების შემოსევა აფრიკის აღმოსავლეთში“.

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ორგანიზებით იუნესკოს საკითხთა რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.
2021 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო და ახალი ამბების პორტალი Вести.Ru სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура და ტელეარხი „მოსკოვი 24“.