საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:49 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში 3,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებიდან 27 კილომეტრში მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:49 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 39 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.