საფრანგეთში ე.წ. რუსულენოვან მაფიასთან კავშირში მყოფი ქართველები დააკავეს

სამართალდამცველებმა სულ 37 ადამიანი დააპატიმრეს.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთში, ქალაქ ამიენში ქართველთა და სომეხთა 37-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, „რუსულენოვან მაფიასთან“ აქვთ კავშირი.
ჟანდარმერიის ცნობით, „რუსულენოვან მაფიასთან“ კავშირის მქონე სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.
საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ამიენის პოლიციის და დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული დაკავებების შედეგად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სტრუქტურის საქმიანობა აღკვეთეს.