თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.
თუშეთში ლეოპარდი გამოჩნდა - ფოტო
შემთხვევა გამთენიისას გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.
ადგილზე სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული.