თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა ქალი ჩახრილეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით კამანის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაახლოებით 30 წლის ქალი.
მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.