ცნობილმა დიზაინერმა და ტელესახემ მაკა კვიციანმა იუბილე გადაიხადა. კვიციანმა გრანდიოზული დაბადების დღე მოაწყო. დიზაინერმა ნაცრისფერი შეფერილობის კაბა მოირგო, რომელშიც ის დედოფალსაც შეადარეს.
იუბილეს ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ნინუცა ორჯონიკიძე, მოდელი სალომე ღვინიაშვილი, საღამოზე იმღერა დეპუტატ ბექა ოდიშარიას ცოლმა მაკო გამცემლიძემ.
წვეულებას არ დასწრებია მაკა კვიციანის უახლოესი მეგობარი ანუკი არეშიძე, რომლის მეჯვარეც არის მაკა. სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ ანუკი საქართველოში არ იმყოფება.