„გული ამოვარდნაზე მქონდა“ – ჯეი ლო იხსენებს, რომ ჯეისონ სტეტჰემთან გახდა საშინელება იყო

ჯენიფერ ლოპესი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ბენ აფლეკთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის გამო, ჯეისონ სტეტჰემზე საუბრობს.
Sputnik
52 წლის ჯენიფერ ლოპესი შესანიშნავი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავეა, თუმცა, როგორც ჩანს, თამამი, ინტიმური სცენების გადაღება მას დიდად არ ხიბლავს. ახლახან ვარსკვლავი საზოგადოებას გამოუტყდა, რომ ფილმში „პარკერი“, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, სასცენო პარტნიორთან ჯეისონ სტეტჰემთან გაშიშვლება ძალიან გაუჭირდა.
„მე სრულად არ უნდა გამეხადა, თუმცა რაც გავიხადე, საკმარისი იყო იმისათვის, რომ თავი უხერხულად მეგრძნო, გული ამოვარდნაზე მქონდა, მასთან გაშიშვლება საშინელება იყო“, – აცხადებს ჯეი ლო.
საუკეთესო იდეა შემოდგომისთვის – ჯენიფერ ლოპესის პრაქტიკული და გლამურული „ლუქი“
თავის მხრივ, ჯეისონ სტეტჰემისთვის ჯეი ლოს შიშველი ხილვა უხერხულობას სულაც არ წარმოადგეს. მან საპასუხოდ იხუმრა, რომ ეს ყველაფერი მისთვის საოცრად კომფორტული იყო.