თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგანმა ფინალში ინდიან ველსის მასტერსზე ბრიტანელ კემერონ ნორისთან სამ სეტში წააგო 6:4, 4:6, 1:6.
პირველი პარტია ქართველმა ჩოგბურთელმა შესანიშნავად წარმართა. მეორე პარტიის შუა პერიოდამდე კორტებზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ ბასილაშვილმა შეცდომები დაუშვა. ამით მისმა მეტოქემ ისარგებლა და დაპირისპირება მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში ეს „მასტერსის“ დონის ტურნირის პირველი ფინალი იყო. ბასილაშვილმა გამოიმუშავა 600 სარეიტინგო ქულა და 640 ათასი დოლარი საპრიზო თანხა.
ინდიან ველსის ტურნირზე წარმატებული გამოსვლის წყალობით ბასილაშვილმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა თავისი პოზიციები АТР-ს რეიტინგში და 36-დან 27-ე ადგილზე დაწინაურდა. ამით ის მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა ტოპ–30-ში შევიდა.
რაც შეეხება ნორის, ის 26-ე ადგილიდან მე-15 ადგილზე გადავიდა.