თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.581-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 662.334-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 612.481 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.494), გარდაიცვალა – 9.468 (ბოლო 24 საათში – 28). კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.337 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 984 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 46.123 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24.852, PCR–ტესტით – 21.271.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,93%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო 7 დღის – 8,99%.
სულ ჩატარებულია 1.911.877 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.681 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.