ახალციხეში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ეხმსხვერპლა

ტრაქტორს არანაირი ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდა და ის, შესაძლოა, სიბნელეში ვერ შენიშნეს
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მკვიდრი ავარიას ემსხვერპლა, ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი გამოცემა SKnews.
ადგილობრივების ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი ხელის ტრაქტორს მართავდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. ტრაქტორს არანაირი ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდა და ის, შესაძლოა, სიბნელეში ვერ შენიშნეს.
შსს-ს პრესსამსახურში ინციდენტის დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 189 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია. აღნიშნულ პერიოდში მოხდა ქვეითზე შეჯახების 705 შემთხვევა, რომლის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, დაშავდა - 672.