გეოლოგიური სააგენტოს (USGS) მონაცემებით, მიწისძვრა კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა პარასკევს, თბილისის დროით 03:18 საათზე. მიწისძვრის კერა ზღვაში, 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
რყევის შედეგად კუნძულზე მეწყერები ჩამოწვა. ბალის კატასტროფების მართვის სააგენტოს ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ შვიდი დაშავდა.