თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის „გრანდ სლემზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლიპარტელიანი მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში სლოვენიელ კაია კაიზერს უნდა შეხვედროდა, თუმცა ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ტატამზე არ გამოცხადდა.
ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში მავრიტანელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა, რის შემდეგაც ფრანგ ფაიზა მოდკართან შეხვედრა წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ლიპარტელიანმა რეპეშაჟში ფრანგი ფრისკილა გნეტო დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნა.
დღეს ტურნირზე უნდა გამოსულიყო ვაჟა მარგველაშვილი (73კგ), თუმცა ქართველი ძიუდოისტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გათამაშებიდან მოეხსნა.
ხვალ 17 ოქტომბერს პარიზის გრანდ სლემზე სამი ქართველი – ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლუკა მაისურაძე (90კგ) და ონისე სანებლიძე (100კგ) იასპარეზებენ.