რუსეთში კორონავირუსზე კოლექტიური იმუნიტეტის დონემ 45%-ს მიაღწია

რუსეთის ხელისუფლების გეგმებით, ამ მაჩვენებელმა ზრდასრულ მოსახლეობაში 80%-ს უნდა მიაღწიოს
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის COVID-19-თან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში ქვეყნის მოსახლეობაში კორონავირუსზე კოლექტიური იმუნიტეტის დონეზე ისაუბრეს, იუწყება РИА Новости.
„5 ოქტომბრის მონაცემებით, ვაქცინის პირველი კომპონენტით აცრა ჩატარდა 51 მილიონჯერ, სრული ციკლით ვაქცინაცია - 47,5 მილიონჯერ. რუსეთში კოლექტიური იმუნიტეტის დონე 45%-ით ფასდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მოსკოვში ის შედგენს 61%-ს, მოსკოვის ოლქში - 64%-ს, სანქტ-პეტერბურგში - 58%-ს.
რუსეთის ხელისუფლების გეგმებით, ამ მაჩვენებელმა ზრდასრულ მოსახლეობაში 80%-ს უნდა მიაღწიოს. ეს კატეგორია მოიცავს კოვიდგადატანილებს და ბოლო 6 თვეში აცრილებს, ასევე მათ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა ან აიცრა ადრე, მაგრამ რევაქცინაცია გაიარა.
ვაქცინაცია კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე საიმედო გზაა. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს თქმით, მძიმე პაციენტებში აცრილია 0,03%-ზე ნაკლები, ხოლო სტაციონარებში მყოფ პაციენტთა დიდ უმრავლესობას აუცრელი პირები შეადგენენ.