თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მომდევნო კვირაში ესტუმრება.
„კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვესტუმრები აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს, რათა კავკასიაში ალიანსის შემდგომი მონაწილეობის გაფართოების გზები დავსახოთ“, - წერს კოლომინა თავის Twiterr-ში.
კოლომინამ მიმდინარე წლის სექტემბერში შეცვაალა ჯეიმს აპატურაი, რომელიც ამ პოსტს ათ წელზე მეტ ხანს იკავებდა.
რუსულმა მხარემ, თავის მხრივ, არაერთხელ გამოხატა შეშფოთება თბილისის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ნატოსთან ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში. ამის შესახებ უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.