საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასიგნალო რაკეტებითა და დროშებით მოაწყეს მსვლელობა. ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დამატებით ზომებსა და ზოგდად უკეთეს პირობებს მოითხოვდნენ.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს აღარ გაჩერდება. ჩვენ ბევრი მოთხოვნა გვაქვს. მთავრობა კი პასუხს არ გვაძლევს“, — განაცხადა ერთ-ერთმა მეხანძრემ.
პოლიციის სპეცრაზმი დემონსტრაციაში არ ჩარეულა, ისინი უბრალოდ თვალყურს ადევნებდნენ აქციას.