თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, 15 წლის გოგონა ფანჯრიდან იყურებოდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მოზარდმა გადმოვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.