ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და მომღერალ ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კომპლიმენტებსა და კეთილ სურვილებს მათთვის არასდროს იშურებენ.
ბოლო დროს წყვილი სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება და საერთო ფოტოებსაც აღარ აქვეყნებს, თუმცა ისინი აქტიურად აქვეყნებენ სახალისო ვიდეობს „ტიკტოკზე“. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ლიზასა და ირაკლის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა ვიდეომ.
„უმაგრესი წყვილი“, „საუკეთესოები“, „სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ყველაზე ლამაზები ხართ“, „ასეთი შესაფერისი წყვილი დიდი ხანია არ მინახავს“ – წერენ კომენტარებში.
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას რჩეული 19 წლისაა, ის ცნობილი ოჯახიდანაა. ლიზას მამა ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა – ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი. ირაკლისა და ლიზას ერთად გამოჩენის შემდეგ ირაკლის ოფიციალურ გვერდზე რეიტინგებმა რეკორდები მოხსნა. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები დღემდე არ წყდება.