თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ შერეულ ქორწინებაში დაბადებულმა ბავშვებმა რუსეთის მოქალაქეობა ავტომატურად უნდა მიიღონ, იუწყება РИА Новости.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მეშვიდე მსოფლიო კონგრესზე გააკეთა.
„შემდეგში არის ნაბიჯი, რომლის განხორციელებაც ძალიან გვსურს და რომელიც შეეხება შერეულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვების მოქალაქეობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდეს შერეული ოჯახი, სადაც არ უნდა დაიბადოს ბავშვი – რუსეთის და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე – კონსტიტუციის შესაბამისად მან ავტომატურად უნდა მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა“, – განაცხადა ლავროვმა.