ისრაელში უძველესი ბიზანტიური მარანი აღმოაჩინეს – ფოტო

ექსპერტების თქმით, ეს ბიზანტიის იმპერიის დროინდელი ყველაზე ძველი მარანია, რომლის ასაკიც 1500 წელია.
Sputnik
უზარმაზარი და უძველესი მარანი, რომელიც დაახლოებით 1500 წლის წინ აიგო, არქეოლოგებმა თელ-ავივის სამხრეთით, იავნაში აღმოაჩინეს.
მარანი ღვინო „ღაზა და აშკელონს“ აწარმოებდა, რომელსაც სახელი ორი საპორტო ქალაქის პატივსაცემად ეწოდა.
1 / 10

ისრაელის არქეოლოგების თქმით, მარნის კომპლექსი ხუთ საწნახელსა და საწყობებს მოიცავს

2 / 10

ასევე ნაპოვნია თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ღუმელები და ქოთნები

3 / 10

ღვინის დაყენების მთელი პროცესი ხელით იმართებოდა

4 / 10

არქეოლოგებმა იპოვეს საფეხურიც, რომელზეც ყურძენს ფეხით ჭყლეტდნენ, მის გვერდით კი სპეციალური ნაკვეთურია, სადაც ღვინო დუღილის პროცესს გადიოდა

5 / 10

როდესაც ღვინო დადუღდებოდა, მას მიწაში ამოთხრილ რვაკუთხა ორმოებში ასხამდნენ

6 / 10

მერე კი დოქებში გადაჰქონდათ

7 / 10

იავნაში გათხრები ორი წლის წინ დაიწყო. მასში ასობით მუშა და ათობით ექსპერტი და არქეოლოგი იღებდა მონაწილეობას

8 / 10

ბიზანტიური მარნის ნანგრევებში ზეთის სასანთლეებიც იპოვეს

9 / 10

ღვინო „ღაზა და აშკელონი“ ელიტურად მიიჩნეოდა და ბევრ ქვეყანაში გაჰქონდათ: ეგვიპტეში, თურქეთში, საბერძნეთში და შესაძლოა სამხრეთ იტალიაშიც

10 / 10

მარნის ფართობი დაახლოებით 7 ათასი კვადრატული მეტრია