თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სამი რაიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ წყლის მიწოდება შეეზღუდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) განცხადებაში.
უწყების ცნობით, 15 ოქტომბრის 15:00 საათიდან 16 ოქტომბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ტექნიკური სამუშაოების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოებია დაგეგმილი, რისთვისაც აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა დამატებით ახალი ტუმბოაგრეგატი, რაც აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების სტაბილურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, გრიბოედოვის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, არსენას, ქიქოძის, ბესიკის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, ქიქოძის, სანაპიროს, პუშკინის, ასათიანის, ღვინის აღმართის, გუნიასა და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, კოტე აფხაზისა და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს.
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ქუთათელაძის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, კოსტავას, დოლიძის, იოსელიანის, ჩიქოვანის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის ქუჩებს, საირმის გორას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, გამრეკელის, ლორთქიფანიძის, ბერბუკის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფისა და მიმდებარე ქუჩებს, დასახლებებს – „ახალ თბილისსა“ და „ოლიმპიურ ქალაქს“.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქუჩისა და შესახვევის ნაწილს, ლუბლიანასა და მიმდებარე ქუჩებს.