მსოფლიო დღეს

ნორვეგიაში მამაკაცმა მშვილდ-ისრით რამდენიმე ადამიანი მოკლა

ეჭვმიტანილი, რომელიც გამვლელებს მშვილდ-ისრით ესროლა, უკვე დაკავებულია
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად, ეჭვმიტანილი დაკავებულია, იუწყება РИА новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
„თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა“, - განუცხადა გაზეთ VG-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის ოლქის პოლიციის უფროსმა ეივინდ აასმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედი მშვილდ-ისრით ისროდა.
ეჭვმიტანილია დაკავებულია, პოლიცია ჯერჯერობით მის ვინაობას არ ასაჯაროებს. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილს თანამზრახველი არ ჰყავდა.